EXPERTS FOR SOLUTIONS (EFS) საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ოპერირებს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სერვისით, რომელთა შორის წამყვანი პროფესიული ჯანდაცვა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა, ასევე მშენებლობის ხარისხის კონტროლია. მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორებიცაა:
EXPERTS FOR SOLUTIONS-ის მისიაა უწყვეტი განვითარებით შექმნას ყველაზე სანდო საკონსულტაციო მომსახურების ეკოსისტემა სამშენებლო სექტორში. შესაძლებლობა, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი მიიღებს სწრაფ და კანონმდებლობასთან შესაბამის სერვისს ხელმისაწვდომი ღირებულებით - ხარისხზე კომპრომისის გარეშე.
EXPERTS FOR SOLUTIONS-ის მიზანი ბიზნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებაა. შესაბამისი რეგულაციების უზრუნველყოფისთვის, კომპანიის გამოცდილი ექსპერტები პარტნიორ მხარეებს წარმატებულ გამოცდილებას უზიარებენ.
EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ისტორიის, მისიისა და მიზნების გათვალისწინებით, ბრენდი ატარებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა მუდმივი განვითარება, გამოცდილების, წარმატებისა და პასუხისმგებლობის გაზიარება და მომხმარებლის ინტერესებზე მორგება. ჩამოთვლილი ღირებულებები წარმოადგენს ძირითადად ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც პოზიციონირებს ბრენდი.