EXPERTS FOR SOLUTIONS (EFS) მულტიდისციპლინური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორის ორგანიზაციებს სთავაზობს ინტეგრირებულ პროფესიულ და ტექნიკურ გადაწყვეტილებებს პროფესიული ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, მშენებლობის ხარისხის კონტროლის, ტექნიკური ზედამხედველობის, გეოდეზიისა და ენერგოაუდიტის მიმართულებით. EFS-ის საქმიანობის საფუძველია რისკებზე დაფუძნებული მართვის მიდგომა (Risk-Based Approach), რომელიც გულისხმობს საფრთხეების სისტემურ იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებას, კონტროლის მექანიზმების დაგეგმვას, შესრულების მონიტორინგსა და პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას.
EXPERTS FOR SOLUTIONS-ის მისიაა უწყვეტი განვითარებით შექმნას ყველაზე სანდო საკონსულტაციო მომსახურების ეკოსისტემა სამშენებლო სექტორში. შესაძლებლობა, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი, იურიდიული თუ ფიზიკური პირი მიიღებს სწრაფ და კანონმდებლობასთან შესაბამის სერვისს ხელმისაწვდომი ღირებულებით - ხარისხზე კომპრომისის გარეშე.
EXPERTS FOR SOLUTIONS-ის მიზანი ბიზნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტების ინტეგრირებაა. შესაბამისი რეგულაციების უზრუნველყოფისთვის, კომპანიის გამოცდილი ექსპერტები პარტნიორ მხარეებს წარმატებულ გამოცდილებას უზიარებენ.
EXPERTS FOR SOLUTIONS-ის ისტორიის, მისიისა და მიზნების გათვალისწინებით, ბრენდი ატარებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა მუდმივი განვითარება, გამოცდილების, წარმატებისა და პასუხისმგებლობის გაზიარება და მომხმარებლის ინტერესებზე მორგება. ჩამოთვლილი ღირებულებები წარმოადგენს ძირითადად ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც პოზიციონირებს ბრენდი.