სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი
„იეფესის“ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს.
კომპანიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ტრენინგების ციკლი, რომელსაც იგი დასაქმებული პირებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახორციელებს.
ამჯერად, „იეფესში“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სწავლება ჩატარდა. ტრენინგის მთავარ თემას სახანძრო უსაფრთხოება წარმოადგენდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხებიც:
• სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის წესები;
• ელექტრო უსაფრთხოება;
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
• პირველადი დახმარების პროტოკოლი.
ტრენინგი 25 სექტემბერს „იეფესის“ სატრენინგო სივრცეში გაიმართა.