EFS-ს სერვისს უზბეკეთშიც ახორციელებს





EFS-ს სერვისს უზბეკეთშიც ახორციელებს

კომპანია EFS-მა ოპერირების არეალი გააფართოვა და მისი სერვისი უკვე უზბეკეთშიც ხელმისაწვდომია.

ქართული კომპანიის პორტფელს დაემატა ახალი, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები უზბეკეთში, სადაც EFS-ი უზრუნველყოფს სრულ სამშენებლო ციკლში შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და მშენებლობის ზედამხედველობის მომსახურებას. 

კომპანიის მენეჯმენტი უშუალოდ ახორციელებს პროექტების მიმდინარეობის კონტროლს უზბეკეთში. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანიის ხელმძღვანელობა და ტექნიკური ჯგუფი ადგილზე გაეცნენ მიმდინარე პროცესებს, შეაფასეს მშენებლობის უსაფრთხოების სისტემა, განახორციელეს პროცესების მონიტორინგი და გასცეს პროფესიული რეკომენდაციები.


Latest posts