EFS - ის სატრენინგო ცენტრში მორიგი შეხვედრა გაიმართა
EFS-ის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სერვისს ტრენინგები წარმოადგენს, რაც გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე სამშენებლო ხარისხის მიმართულებით.
5 ივლისს, EFS-ის სპეციალური მოწვევით, შედგა შეხვედრა დარგის სპეციალისტ, კონსტრუქტორ დავით ბოსტოღანაშვილთან.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა, სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის ტექნიკური ასპექტები, შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის დადგენა და სპეციფიკა, აგრეთვე კონკრეტული პროექტის მაგალითზე გაანალიზდა ლენტური და წერტილოვანი საძირკვლების მოწყობის ტექნოლოგია, მონოლითური მზიდი ელემენტების დაარმატურებისა და მათი მუშაობის პრინციპები.