EFS-ის სატრენინგო სივრცეში მორიგი შეხვედრა გაიმართა
EFS-ის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სერვისს ტრენინგები წარმოადგენს. ეს კი გულისხმობს კვალიფიკაციის ამაღლებას კომპანიაში დასაქმებული პირებისთვის, როგორც სამშენებლო ხარისხის, ისე შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.
16 ოქტომბერს, EFS-ის სპეციალური მოწვევით, შედგა შეხვედრა
შპს "ნაგებობათა ტექნიკური მდგომარეობის შეფასების ცენტრის“ ლაბორატორიის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელ ბექა ხაჩიძესთან.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ფუძე-საძირკვლების როლი და მათი მნიშვნელობა ნაგებობათა შემდგომი, უსაფრთხო ექსპლუატაციის პროცესში, ასევე საუბარი შეეხო შემდეგ მნიშვნელოვან თემებსაც:
• ფუძე გრუნტების ნაირსახეობები და მათი ფიზიკურ-მექანიკური თავისებურებები;
• საძირკვლების ტიპები და მათი მუშაობის პრინციპები.
• ფუძე-საძირკვლების მომზადებისა და მოწყობის ტექნოლოგიური პროცესები;
შეხვედრა „იეფესის“ სატრენინგო სივრცეში გაიმართა.