𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬-მა GIPA-ს სტუდენტებს უმასპინძლა
𝐄𝐱𝐩𝐞𝐫𝐭𝐬 𝐅𝐨𝐫 𝐒𝐨𝐥𝐮𝐭𝐢𝐨𝐧𝐬-მა GIPA-ს შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სტუდენტებს არქი ვარკეთილი 2-ის პროექტზე უმასპინძლა.
პრაქტიკული სწავლების ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ პროფესიული ჯანდაცვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პრაქტიკულ მაგალითებს.
სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ 18-სართულიანი ენერგოეფექტური ნაგებობის მშენებლობის პროცესში მიმდინარე ყველა სამუშაო საკითხი.
პროცესი შრომის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა.