მშენებლობის ხარისხის კონტროლი და ტექნიკური ზედამხედველობა

მშენებლობის ხარისხის კონტროლი


EFS
ახორციელებს სამშენებლო პროექტების ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის, ასევე ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებას.

მომსახურების მიზანია სამშენებლო პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ სპეციფიკაციებთან, მოქმედ ნორმებთან და პროექტით განსაზღვრულ ხარისხის მოთხოვნებთან.

EFS-ის ექსპერტთა გუნდი ახორციელებ სამშენებლო სამუშაოების სისტემურ მონიტორინგს, შესრულებული სამუშაოების ხარისხის შეფასებას, გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლს, შეუსაბამობების იდენტიფიცირებასა და მაკორექტირებელი ღონისძიებების შემუშავებას.

ტექნიკური ზედამხედველობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხის კონტროლის დოკუმენტირებას, შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივ შეფასებას, ტექნიკური რისკების ადრეულ იდენტიფიცირებას, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვას, ასევე პროექტის მონაწილე მხარეებს შორის ეფექტიან ტექნიკურ კოორდინაციას.

ჩვენი მიდგომა ხელს უწყობს პროექტის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ტექნიკური რისკების შემცირებას, სამუშაოების ხელახალი შესრულების საჭიროების პრევენციასა და პროექტის განხორციელების პროცესის გამჭვირვალობას.