პროფესიული ჯანდაცვა და შრომის უსაფრთხოება

პროფესიული ჯანდაცვა და შრომის უსაფრთხოება


EFS 
უზრუნველყოფს პროფესიული ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მართვის კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც ორიენტირებულია სამუშაოსთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენციაზე, პროფესიული რისკების მართვასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სისტემურ განვითარებაზე.

მომსახურება მოიცავს სამუშაო გარემოსა და სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებას, პროფესიული რისკების შეფასებას, შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების დაგეგმვას, უსაფრთხოების პროცედურებისა და ინსტრუქციების შემუშავებას, სამუშაო პროცესების მონიტორინგსა და შესაბამისობის შეფასებას.

აღნიშნულ მომსახურებასთან ერთად, პროცესში ხორციელდება სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლიც, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს კომპლექსური ზედამხედველობის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ ცალკეული რისკების კონტროლს, არამედ ორგანიზაციაში ეფექტიანი HSE Management System-ის ჩამოყალიბებას. ჩვენი მიზანია უსაფრთხოების მართვა გახდეს ორგანიზაციის ბიზნესპროცესების ინტეგრირებული ნაწილი და არა მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის ინსტრუმენტი.

EFS-ის მიდგომა ეფუძნება პრევენციულ მართვას, მონაცემების ანალიზს, სისტემურ მონიტორინგსა და უწყვეტ გაუმჯობესებას, რაც ხელს უწყობს ინციდენტების რისკის შემცირებას, სამუშაო გარემოს ხარისხის გაუმჯობესებასდა ორგანიზაციაში უსაფრთხოების კულტურის განვითარებას.