"იეფესის" გარემოსდაცვითი მიმართულება ორიენტირებულია ორგანიზაციებისა და პროექტების გარემოსდაცვითი შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, გარემოსდაცვითი რისკების მართვასა და პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის განვითარებაზე.
EFS-ის გუნდი ახორციელებს გარემოსდაცვითი ასპექტებისა და ზემოქმედებების იდენტიფიცირებას, გარემოსდაცვითი რისკების შეფასებას, შესაბამისობის ანალიზს, მართვის გეგმების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგს.
მომსახურება ასევე მოიცავს გარემოსდაცვითი დოკუმენტაციისა და პროცედურების შემუშავებას, გარემოსდაცვითი მართვის პროცესების შეფასებას, მონიტორინგის სისტემების ჩამოყალიბებასა და ორგანიზაციების მხარდაჭერას შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პროცესში.
EFS-ის მიდგომა ეფუძნება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ბიზნესპროცესებში ინტეგრირებას, რესურსების ეფექტიან გამოყენებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას.
GE
EN