ენერგო აუდიტი

ენერგოაუდიტი დაგეხმარებათ ენერგიის დაზოგვაში


EFS ახორციელებს შენობების, საწარმოო და კომერციული ობიექტების სრულ ენერგოაუდიტს, რომელიც მოიაზრებს დანახარჯების ოპტიმიზაციასა და რესურსების სწორად მართვას.

ენერგოაუდიტი მოიცავს: 

•    ენერგომოხმარების მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს;
•    ძირითადი საინჟინრო და ტექნოლოგიური სისტემების შეფასებას;
•    ენერგეტიკული დანაკარგების ზუსტ იდენტიფიცირებას;
•    ინვესტიციის უკუგებაზე გათვლილი ღონისძიებების ტექნიკურ და ეკონომიკურ დასაბუთებას;

შედეგად ვიღებთ მკაფიო, პრაქტიკულ სამოქმედო გეგმას - საინჟინრო სისტემების ოპტიმიზაციიდან ენერგომონიტორინგის თანამედროვე სისტემების დანერგვამდე, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დანახარჯების ოპტიმიზაციასა და ობიექტის ენერგეტიკული ეფექტიანობის გრძელვადიან გაუმჯობესებას.

ენერგოაუდიტის ფარგლებში ხორციელდება ენერგომოხმარების მონაცემების ანალიზი, ძირითადი ენერგომომხმარებელი სისტემების შეფასება, ენერგეტიკული დანაკარგების წყაროების გამოვლენა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ტექნიკური და ეკონომიკური შეფასება.

კვლევის შედეგად მუშავდება პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს საინჟინრო სისტემების ოპტიმიზაციას, ენერგომოხმარების მონიტორინგის გაუმჯობესებას, ტექნოლოგიური პროცესების ეფექტიანობის ზრდასა და ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების ეტაპობრივ დანერგვას.

ჩვენი მიზანია ორგანიზაციებს მივაწოდოთ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ტექნიკური ინფორმაცია და მკაფიო სამოქმედო რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული დანახარჯების ოპტიმიზაციასა, გარემოზე მავნე გავლენის შემცირებას და ობიექტის ენერგეტიკული ეფექტიანობის გრძელვადიან გაუმჯობესებას.