EFS-ი დამკვეთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სისტემას აყალიბებს, მინიმუმამდე დაყავს ინციდენტების ალბათობა, რითაც კლიენტს გაუთვალისწინებელი დროითი თუ ფინანსური დანაკარგისგან იცავს.
სერვისი ნერგავს და ავითარებს ორგანიზაციებში ღირსეულ, უსაფრთხო და მიმზიდველ სამუშაო გარემოს. შედეგად კომპანია პოზიციონირებს, როგორც პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი.
შრომის უსაფრთხოების, პროფესიული ჯანდაცვის და გარემოსა დაცვის სტანდარტების დაცვა აუცილებელი პირობაა თანამედროვე სერვისებითა თუ საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებისთვის.
EFS-ის მომსახურება უზრუნველყოფს აბსოლუტურ თანხვედრას სახელმწიფო რეგულაციებთან და საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ბიზნეს და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
სერვისი ამცირებს ინციდენტებს, რომლებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს კლიენტის საქმიანობაზე და მიაყენოს ფინანსური თუ რთულად გამოსასწორებელი რეპუტაციული ზიანი.
EFS-ის გუნდი კვალიფიციურ მომსახურებას უწევს განსხვავებული სექტორის წარმომადგენლებს - ინდივიდუალური მიდგომებითა და ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე.
სერვისი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
• პერსონალის სწავლება და სერტიფიცირება;
• პერსონალის ათვისებადობის დონის პერიოდული მონიტორინგი სამუშაო ადგილებზე;
• ინსპექტირება და აუდიტი, შეუსაბამობათა გამოვლენა, დოკუმენტირება და რეკომენდაციის გაცემა პრევენციული ღონისძიებების სახით. შეუსაბამობათა აღმოფხვრის ვადების განსაზღვრა, ვითარების რე-აუდიტირება და რეპორტინგი. შეუსაბამობათა აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
• ინციდენტების მოკვლევა და რეპორტინგი;
• მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ჩამოყალიბება და მათი აღსრულების მონიტორინგი;
• საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით, პროფესიული ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციების შექმნა, კლიენტის საქმიანობიდან გამომდინარე
• პირველი და მეორე მხარის აუდიტების ჩატარება, კომპანიის მომზადება მესამე მხარის აუდიტისათვის.