მშენებლობის პროცესში სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. EFS-ის ხარისხის კონტროლის სამსახურის მეთოდოლოგია და სამშენებლო ობიექტისადმი კომპლექსური მიდგომა განაპირობებს სამუშაოების მაღალ ხარისხს და გაუთვალისწინებელი ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანას.
მშენებლობის ხარისხის კონტროლი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია დამკვეთისთვის სასურველი შედეგის მისაღებად. განსაზღვრული ნორმებით მიმდინარე სამუშაო პროცესი დამკვეთს თავიდან არიდებს ისეთ არასასურველ პროცესს, როგორიცაა გამოსასწორებელი სამუშაოები, დროითი და ფინანსური დანაკარგი, რეპუტაციული ზიანი.
EFS-ი გუნდს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს დამკვეთ მხარესთან. შეუსაბამობათა გამოვლენის შესახებ აქტი მყისიერად იგზავნება კლიენტის მხრიდან პროცესში ჩართულ ყველა პირთან.
განსაზღვრული და დამკვეთთან შეთანხმებულია შემოწმების მეთოდოლოგია. მშენებლობის ხარისხის კონტროლს EFS-ი მიმდინარე სამუშაოებისთვის შესაბამისი ინსტრუმენტებითა და დანადგარებით ახორციელებს.
სერვისი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
• ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური შესწავლა;
• სამუშაოების ტექნოლოგიური ნაწილის დაზუსტება, ტექნოლოგიური ნაწილის დეტალური შეთანხმება კონტრაქტორ კომპანიასთან (არსებული თუ შემოთავაზებული ტექნოლოგიის დაგეგმვით)
• სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პერსონალისთვის, ინდივიდუალური ჯგუფებისთვის, შეთანხმებული ტექნოლოგიის გაცნობა;
• ხარისხის სპეციალისტის მიერ სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური შემოწმება (დღის განმავლობაში მინიმუმ ორჯერ შემოვლა ყველა ტიპის სამუშაო პროცესის)
• ხარვეზების დაფიქსირება, აღწერა და ფოტოფიქსაცია;
• ყველა სამუშაოზე ინდივიდუალური აქტის წარმოება ყოველდღიური შესრულების ჭრილში;
•აღნიშნული აქტების გადაგზავნა ყოველდღიურად, კონტრაქტორ კომპანიასთან.