პროექტის კონსტრუქციული ნაწილი უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობების მდგრადობას და უსაფრთხოებას, როგორც მისი მშენებლობის პროცესში, ასევე შემდგომი ექსპლუატაციის პერიოდში.
EXPERT FOR SOLUTIONS-ის სტრუქტურული ინჟინრების გუნდი დამკვეთებს მომსახურების სრული სპექტრით უზრუნველყოფენ. პროცესში მნიშვნელოვანია მასალათა ხარჯის ოპტიმიზაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს საპროექტო შენობა-ნაგებობის მდგრადობისთვის და უსაფრთხოებისთვის საჭირო მოთხოვნების, მინიმალური დანახარჯებით, დაკმაყოფილებას.
კომპანია დამკვეთებს სთავაზობს ყველა ტიპის შენობა-ნაგებობებისთვის ოპტიმალური კონსტრუქციულ გადაწყვეტებს - ხარისხის სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
EXPERT FOR SOLUTIONS-ის მრავალწლიანი გამოცდილების სტრუქტურული ინჟინრების ჯგუფი, მზადაა საავტორო ზედამხედველობა გაუწიოს ყველა ტიპისა და სირთულის მქონე შენობა-ნაგებობას.
სერვისი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- კონსტრუქციული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ განხილვა და ექსპერტიზა;
- კონსტრუქციული ნახაზების მომზადება და პროექტირება;
- კონსტრუქციული პროექტების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა.