კომპანია „იეფესმა“, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან და კომპანია „ბიოტოპთან” ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში.
ინიციატივის ფარგლებში, გაიწმინდა სანაპირო ტერიტორია და შეგროვდა გარემოში არსებული ნარჩენები. მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაბინძურების შემცირებაში, ეკოსისტემის დაცვასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.
გარემოზე ზრუნვა ერთჯერადი ქმედებით არ სრულდება, ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც საზოგადოების, ბიზნესისა და სხვადასხვა ორგანიზაციის აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, მსგავსი გარემოსდაცვითი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შექმნაში.
GE
EN