პროფესიული ტრენინგები

პროფესიული ტრენინგები

"იეფესის" პროფესიული ტრენინგების მიზანია ორგანიზაციებში ცოდნის, პრაქტიკული უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.

სასწავლო პროგრამები იქმნება ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკის, სამუშაო პროცესების, არსებული რისკებისა და თანამშრომელთა ფუნქციური პასუხისმგებლობების გათვალისწინებით.

ტრენინგების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ სწავლებას, რეალური სამუშაო სცენარების ანალიზს, რისკების ამოცნობას, პრევენციული ღონისძიებების სწორად დაგეგმვასა და თანამშრომლების ჩართულობის ზრდას.

EFS-ი განიხილავს პროფესიულ განვითარებას როგორც ეფექტიანი მართვის სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტს, რადგან მდგრადი შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც ორგანიზაციულ პროცედურებს მხარს უჭერს თანამშრომლების შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია.