მშენებლობა სირთულეებითა და რისკებით სავსე, ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომლის დროსაც ხშირად გაუთვალისწინებელი პრობლემები იჩენს თავს. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მშენებლობის დროს ხშირია პროცესის არასწორად წარმართვის შემთხვევები. ამ სიტუაციის გამოსწორება კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს როგორც კანონმდებლობის, ისე პრაქტიკული კონტროლის დონეზე.
სამშენებლო ობიექტებზე დარღვევები, როგორც წესი, წინასწარაა თავიდან აცილებადი. ამისთვის მხოლოდ პროცესის სწორი გაგება, დროული დაგეგმვა და სისტემური კონტროლია საჭირო.
ხარვეზები სამშენებლო ობიექტებზე
დასაქმებულთა სათანადო აღჭურვილობის უზრუნველყოფის პრობლემა ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. მშენებლობაზე მომუშავე ჯგუფი სპეციალურად აღჭურვილი, ხარისხიანი დანადგარებითა და ტექნიკით ეკიპირებული უნდა იყოს, მათ შორის უსაფრთხოების სათვალეებით, ხელთათმანებით, მყარი ფეხსაცმლით, გამძლე სამშენებლო ტანსაცმლით, სმენის დამცავი მოწყობილობებითა და რესპირატორებით. პრაქტიკაში კი ხშირად ვხვდებით სიტუაციებს, როცა პერსონალი სრულფასოვანი დამცავი აღჭურვილობის გარეშე მუშაობს.
სამშენებლო ტერიტორიის არასათანადო შემოსაზღვრა ადამიანებს საფრთხეს უქმნის. სამშენებლო ტერიტორია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დასახლებულ ზონაში, საზოგადოებრივი სივრცის მომიჯნავედ მდებარეობს, შემოღობილი და მკაცრად კონტროლირებადი უნდა იყოს. ასევე, აუცილებელია სამშენებლო ტერიტორიაზე გამოიყოს ე.წ. საშიში ზონა, რომელიც დამცავი ღობით იქნება შემოსაზღვრული.
პერსონალის გადამზადება სისტემური პრობლემაა. მუშაობის დაწყებამდე თითოეული თანამშრომელი უნდა გადამზადდეს და მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია როგორც მშენებლობასთან, ისე უსაფრთხოების ნორმებთან და შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. სამშენებლო კომპანია ვალდებულია, სამუშაო ჯგუფი აღჭურვილობისა და ტექნიკის სათანადო გამოყენების, გადაუდებელი პროცედურებისა და პროტოკოლის შესახებ სპეციალურად გადაამზადოს.
ცნობიერების დაბალი დონე დარღვევების ფარული, მაგრამ ყველაზე სიღრმისეული მიზეზია. დასაქმებულ ადამიანებს პირად მოვალეობად მიაჩნიათ, იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. მცდარი შეხედულებაა, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს ეკისრება პასუხისმგებლობა შრომითი უსაფრთხოების სისტემის გამართულობაზე. შედეგად, ეფექტური პრევენციული სისტემა ვერ ყალიბდება.
ქიმიური და საშიში ნივთიერებების არასწორი მართვა გარემოზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს. სამშენებლო პროცესს თან ახლავს ქიმიური და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყენება და შენახვა, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის როგორც გარემოსთვის, ასევე ადამიანებისთვის. ეს ნივთიერებები – საღებავები, გამხსნელები, საიზოლაციო მასალები, ცემენტი ხშირად ღია ცის ქვეშ, წყლის სისტემებთან ახლოს ინახება, რაც ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურების საფრთხეს ქმნის.
სამუშაო ტექნიკის გაუმართავი ექსპლუატაცია ყველა კატეგორიის – ადამიანის, ქონებისა და გარემოს რისკების ერთდროული წყაროა. მშენებლობის დროს მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკა და ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამართულ, მუშა მდგომარეობაში იყოს. ტექნიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან სათადარიგო ნაწილის გამოყენება. გაუმართავი ძრავები და ჰიდრავლიკური სისტემები ასევე ნავთობპროდუქტების გაჟონვის წყაროა, რაც სამშენებლო მოედნის ნიადაგს აბინძურებს.
გარემოზე ზეგავლენა
სამშენებლო ობიექტებზე გარემოსდაცვითი დარღვევები, შრომის უსაფრთხოების ხარვეზებთან შედარებით, ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა მათი შედეგები ხშირად უფრო ხანგრძლივი და რთულად აღმოსაფხვრელია. ყველაზე გავრცელებული პრობლემებია:
-
სამშენებლო ნარჩენების, ბეტონის ნარჩენების, ლითონის ჯართის, საიზოლაციო და შესაფუთვი მასალების არაკონტროლირებადი განთავსება ნიადაგის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ნარჩენების მართვის გეგმის გარეშე აქტიური სამშენებლო საქმიანობა მნიშვნელოვნად ზრდის აღნიშნულ რისკსა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდანაც სანქცირების საფუძველს ქმნის.
-
სამშენებლო ტექნიკიდან, საწვავის ავზებიდან ან/და ქიმიური ნივთიერებების შენახვის ადგილებიდან ნავთობპროდუქტებისა და სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების გაჟონვამ შესაძლოა, ნიადაგისა და გრუნტის წყლების დაბინძურება გამოიწვიოს. განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობს წყლის რესურსებისა და ტყის ფონდის სიახლოვეს მდებარე ობიექტებისთვის, სადაც უფრო მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნებია განსაზღვრული.
-
ჰაერის დაბინძურება მტვრის ნაწილაკების, სამშენებლო ტექნიკის გამონაბოლქვის, საღებავებისა და სხვა ქიმიური მასალების გამოყენებისას წარმოქმნილი ორთქლის შედეგად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც დასაქმებულთა, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები საცხოვრებელი სახლების, სკოლების/ბაღებისა და სამედიცინო დაწესებულებების სიახლოვეს მიმდინარეობს.
მშენებლობის ხარისხის კონტროლი გამკაცრებულ ზონებში
ტყის ფონდის, წყლის რესურსების, განსაკუთრებული რეგულირების ზონებში, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ტერიტორიებსა და ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის ხარისხის სტანდარტები მკაცრია, ხოლო შემოწმების პრაქტიკა – ინტენსიური.
ზედამხედველობის სისტემა და მისი ლოგიკა
კოდექსი სამი სახის ზედამხედველობას ადგენს: საჯარო, ტექნიკური და უსაფრთხოების. საჯარო ზედამხედველობას მუნიციპალიტეტი ახორციელებს. ტექნიკურ ზედამხედველობას – აკრედიტებული ინსპექტირების ორგანო ან სერტიფიცირებული ექსპერტი. III და IV კლასის ობიექტებისთვის ტექნიკური ზედამხედველი სავალდებულოა, I და II კლასისთვის – არჩევითი, მაგრამ თუ ნებართვის მფლობელი ზედამხედველს არ დაიქირავებს, ის სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესრულებაზე თავად იღებს სრულ პასუხისმგებლობას.
მუნიციპალიტეტი ვალდებულია, ყოველწლიურად წინა წელს გაცემული III და IV კლასის ნებართვების სულ მცირე 10% შეამოწმოს. ეს ნიშნავს, რომ მშენებლობის ხარისხის შემოწმება სისტემური პროცესია. მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის კონტროლი მხოლოდ ფინალური ინსპექტირების გავლას არ გულისხმობს. ის მთელ პროცესს, მათ შორის საეტაპო ოქმების წარდგენასაც მოიცავს.
რა უნდა შემოწმდეს სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე?
შენობის კლასის სწორი განსაზღვრა ნებისმიერი სამშენებლო პროცესის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამაზეა დამოკიდებული, ნებართვაა საჭირო თუ მხოლოდ შეტყობინება.
ფუნქციური ზონის შემოწმება – კულტურული მემკვიდრეობის ზონა, ტყის ფონდი ან წყლით შემოსაზღვრული ტერიტორია სხვადასხვა პირობების გათვალისწინებას საჭიროებს, როგორც პროცედურულად, ისე გარემოსდაცვითი მოთხოვნების თვალსაზრისით. ფუნქციური ზონა გეოდეზიური კვლევით დგინდება.
სამშენებლო დოკუმენტაციის სისრულე ნებართვის გაცემამდე უნდა იყოს ნათელი. ყველაზე გავრცელებული პრობლემების წყარო სწორედ ეს ორი ეტაპია – კლასისა და ზონის სწორი განსაზღვრა. ეს ინფორმაცია ნებართვის გაცემამდე უნდა იყოს დაზუსტებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პროცედურა შეიძლება, ხელახლა დაიწყოს.
EFS-ის სერვისები სამშენებლო პროცესის სრული გაკონტროლებისთვის
საკონსულტაციო კომპანია EFS სამშენებლო პროცესის ეტაპებზე კომპლექსურ სერვისებს გთავაზობთ. EFS 2022 წლიდან ბიზნეს სექტორში საერთაშორისო მიდგომებსა და სტანდარტებს აინტეგრირებს.
მშენებლობის ხარისხის კონტროლი და ტექნიკური ზედამხედველობა მათი ერთ-ერთი სერვსია. EFS-ის ხარისხის კონტროლის სამსახურის მეთოდოლოგია და სამშენებლო ობიექტისადმი კომპლექსური მიდგომა სამუშაოს მაღალ ხარისხს და გაუთვალისწინებელი ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანას განაპირობებს. სერვისი ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალურ შეფასებას, სამუშაოების ტექნოლოგიური ნაწილის დაზუსტებასა და კონტრაქტორ კომპანიასთან დეტალურ შეთანხმებას, ხარვეზების დაფიქსირებასა და ფოტოფიქსაციას, ყველა სამუშაოზე ინდივიდუალური აქტის ფარმებასა და კონტრაქტორთან გადაგზავნას მოიცავს. ხარისხის სპეციალისტის მიერ სამშენებლო ობიექტის ყოველდღიური შემოწმება კი უზრუნველყოფს, რომ არც ერთი დეტალი არ დარჩეს ყურადღების მიღმა.
პროფესიული ჯანდაცვა და შრომის უსაფრთხოება – EFS დამკვეთ ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სისტემას აყალიბებს, მინიმუმამდე დაჰყავს ინციდენტების ალბათობა და კომპანიას გაუთვალისწინებელი ფინანსური და რეპუტაციული დანაკარგებისგან იცავს. სერვისი მოიცავს: პერსონალის სწავლებასა და სერტიფიცირებას, პერიოდულ შეფასებებს, ინსპექტირებასა და აუდიტს, ინციდენტების მოკვლევასა და რეპორტინგს, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრასა და მათი აღსრულების მონიტორინგს, სამართლებრივ მოთხოვნებთან შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენასა და პირველი და მეორე მხარის აუდიტების ჩატარებას.
გარემოს დაცვა – რისკის მართვა, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ორგანიზაციაში ეკოლოგიური სტანდარტების დანერგვა. EFS-ის სერვისი მოიცავს: ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებასა და კონტროლს, გარემოს დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების შესრულების მონიტორინგს, შესაბამისობის ჟურნალების, ჩანაწერებისა და ანგარიშების მართვასა და კომპანიის მხარდაჭერას რეგულაციების შესრულებაში.
გეოდეზიური მომსახურება – გეოდეზიური მომსახურება ტერიტორიის ზუსტ შეფასებას, სივრცითი მონაცემების შეგროვებასა და საინჟინრო ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს. EFS-ის ექსპერტთა გუნდი კომპანიებს ტოპოგრაფიული გეგმისა და რუქის შედგენას, მიწის მოცულობის დათვლას, საშემსრულებლო აგეგმვასა და მონიტორინგს სთავაზობს.
ენერგოაუდიტი – ენერგოაუდიტი დამოუკიდებელი ღონისძიებაა, რომლის მიზანიც ორგანიზაციაში ენერგიის მოხმარების შემცირების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადებაა. EFS-ის გამარტივებული ენერგოაუდიტი ობიექტზე ვიზიტს, მონაცემების შეგროვებას, შეგროვებული მონაცემების გაანალიზებასა და დამუშავებას, ეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირებას, პოტენციური ფინანსური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური სარგებლის გაანგარიშებასა და ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადებას მოიცავს ISO 50002 და EN 16247 სტანდარტების მიხედვით.
EFS მშენებლობის ჩაბარებამდე ყველა სამშენებლო პროცესშია ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, თუ ობიექტს საზოგადოებრივი ან კომერციული, სამრეწველო ან სასაწყობე დანიშნულება აქვს, “იეფესი” ექსპლუატაციის პერიოდშიც აგრძელებს თანამშრომლობას. ის კომპლექსური მიდგომით, სათანადო ინსტრუმენტებითა და დანადგარებით, უზრუნველყოფს, რომ თითოეული სამუშაო ეტაპი სათანადო კონტროლის ქვეშ განხორციელდეს. კომპანიის სერვისი როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვისაა ხელმისაწვდომი.
GE
EN